Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 15 მაისის №09/29-01 ბრძანებაში „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების საფაკულტეტო წესისა“ და სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ


Order N:: 06/29 -01
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება

№06/29 -01
21.05.2018
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 15 მაისის №09/29-01 ბრძანებაში „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების საფაკულტეტო წესისა“ და სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1.    შევიდეს შემდეგი ცვლილებები  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების საფაკულტეტო წესისა“ და სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი შესარჩევი კომისიის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 15 მაისის №09/29-01 ბრძანებაში:
ა) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“4. ყოველ სემესტრში ერთხელ, რექტორის ბრძანებით განსაზღვრული სტიპენდიით დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა ნაწილდება აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების რაოდენობის პროპორციულად, კურსების მიხედვით. ეკონომიკის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სტიპენდიით დასაფინანსებელ სტუდენტთა რაოდენობა გამოიანგარიშება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისგან დამოუკიდებლად. “
ბ) ბრძანების მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) მარინა ჭელიძე.“
2.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე